თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი N7 პენიტენციური დაწესებულება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი N7 პენიტენციური დაწესებულება 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. მსჯავრდებულები კი ძველი N7 პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში 26 ივნისს გადაიყვანეს.

ახალი N7 პენიტენციური დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. განსაკუთრებული რისკის დაწესებულება 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის, რომელიც აღჭურვილია საჭირო ავეჯით, ტექნიკით, გაგრილებისა და გათბობის სისტემით. საცხოვრებელ სივრცეში განთავსებულია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი.

ახალი N7 პენიტენციური დაწესებულება ძველ N 7 პენიტენციურ დაწესებულებას ჩაანაცვლებს.

FaceBook Twitter Google