დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.

ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც უნდა მოგვმართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 23 12 734, ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა.

FaceBook Twitter Google