მეშვიდე საპყრობილე იხურება
სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება უქმდება. უსარკმელო საკნებში მცხოვრები პატიმრები კი ახალ ციხეში გადაჰყავთ.

უფლემადამცველები წლებია მეშვიდე დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და იქ არსებულ პირობებს არაადამიანურს უწოდებენ. არაადამიანური მოპყრობის ცალკეული ფაქტებიც გამოვლინდა.

2 ივლისს ოფიციალურად დაიხურება მეშვიდე დაწესებულება და მას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი დახურავს.
FaceBook Twitter Google