საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობა 99 ხმით გამოუცხადა. წინააღმდეგი კი 6 წავიდა.

მთავრობა დამტკიცებულია შემდეგი შემადგენლობით:


საქართველოს პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი;
ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა.
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკანიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეულ ჩხენკელი;
კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

FaceBook Twitter Google