N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებსა და საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991“ -ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულებსა და საკალათბურთო კლუბ "რუსთავი 1991" -ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

მწვრთნელის რამაზ გოგიბერიშვილის თქმით, კლუბი მზადაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს და სხვა პენიტენციურ დაწესებულებასაც ეწვიოს.

კალათბურთელებმა დაწესებულებაში სტუმრობისას არსებული სპორტული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და ნანახით მოიხიბლნენ.

მატჩის დასასრულს სპორტსმენებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადასცეს.

ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში ჩატარდა და სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

FaceBook Twitter Google