სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი სტრასბურგში დაგეგმილ ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრა, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში იმართება, მსჯავრდებულ/ბრალდებულთა რისკებისა და საჭიროებების მართვასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას ეძღვნება.

შეხვედრის მიზანია ევროსაბჭოს სტანდარტების შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა წევრი ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემებში. ამასთან, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პენიტენციური სფეროს ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

შეხვედრა 24-25 მაისს იმართება.





FaceBook Twitter Google