არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და საფეხბურთო კლუბ „იბერია 2010“-ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და საფეხბურთო კლუბ "იბერია 2010"-ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ანგარიში ამჯერად სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ "იბერია 2010"-ის წარმომადგენელთა თქმით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება და მზად არიან, მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა.

მატჩის დასასრულს, ფეხბურთელებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები გადასცეს.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

FaceBook Twitter Google