N16 დაწესებულებაში ფრენბურთის მატჩი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს.



ფრენბურთის ფედერაციამ დაწესებულებას საჩუქრად ფრენბურთის ბადე და ბურთები გადასცა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

სპორტული ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში აქტიურად ტარდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

 

FaceBook Twitter Google