პროექტ არტ-თერაპიის მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
N5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს, რომლებიც პროექტ არტ-თერაპიის მონაწილეები იყვნენ, სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" განახორციელა, რომლის მიზანს მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

არტ-თერაპიის კურსი ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მსჯავრდებულებთან მუშაობას ითვალისწინებდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა თიხისა და კერამიკისგან სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნეს. ნამუშევრების საჯარო სივრცეში გამოფენა-გაყიდვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პროექტის ფარგლებში, N5 პენიტენციურ დაწესებულებას საკუთრებაში თიხის გამოსაწვავი ღუმელი და თიხის ამოსაყვანი შესაბამისი მოწყობილობა გადასცა, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს არტ-თერაპიის კურსი.

ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლის ქრისტიანა კრისტოვას თქმით, არტ-თერაპიის პროექტი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა იმ პროექტთაგან რომელიც მათ დაუფინანსებიათ.

მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრიორიტეტი მსჯავრდებულების-ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა და უწყება ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.



FaceBook Twitter Google