მსჯავრდებული შოთა მარტყოფლიშვილი მაგისტრატურაში ბიზნეს მენეჯერის პროფესიას ეუფლება
მსჯავრდებულმა შოთა მარტყოფლიშვილმა, რომელიც სასჯელს N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, რამდენიმეთვიანი ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის სპეციალობას ეუფლება. იგი ამ დროისთვის ერთადერთი პატიმარია, რომელმაც ციხიდან მაგისტრატურის გამოცდები ჩააბარა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საბაკალავრო გამოცდებს მსჯავრდებულები უკვე რამდენიმე წელია აბარებენ. თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლე. 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდა მსჯავრდებულმა დისტანციურად ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში და სრულფასოვანი ოთხწლიანი განათლება მიიღოს.
FaceBook Twitter Google