N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში 8 მარტი აღნიშნეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა. დაწესებულებას პოეტი ნანა ცინცაძე ესტუმრა, რომელმაც მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა და საკუთარი ლექსები წაუკითხა.

"ყველა ქალს ვულოცავ 8 მარტს და მინდა, მამაკაცებს ვუთხრა, გაუფრთხილდნენ ქალებს. ქალებმა, რომლებიც დაწესებულებაში იმყოფებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, თავისუფლება დაკარგეს. მინდა ჩემი ლექსებით კიდევ ერთხელ ჩავახედო ისინი საკუთარ სულებში და დავაფიქრო თავიანთ ცხოვრებაზე,"- განაცხადა ნანა ცინცაძემ.

ღონისძიებაზე ლიტერატურული და მუსიკალური ნომრები მსჯავრდებულმა ქალებმაც შეასრულეს.

საღამოს დასასრულს პოეტმა ნანა ცინცაძემ დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი ლექსების კრებული გადასცა.

FaceBook Twitter Google