,,თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
ევროპის საბჭოს პროექტის ,,თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში" მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თემურ მღებრიშვილი, ასევე ბენეფიციარი უწყების შს სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო.

პროექტის მიზანი თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელშეწყობაა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგლემ თემურ მღებრიშვილმა ევროპის საბჭოს მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადუახადა. მისი თქმით, სამინისტროს პრიორიტეტი სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ევროპული სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა.

,,დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უყრის ახალი პროექტის დაწყებას, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას და სისტემური ხედვის ჩამოყალიბებას. ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არა მარტო პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არამედ სასჯელის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში წარმატებით რეინტეგრაციისთვის რაც შეამცირებს ყოფილი მსჯავრდებულების პენიტენციურ სისტემაში დაბრუნების ალბათობას", _განცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მჭირდო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დადგება.

პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ივნისამდე გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულმა არა ერთმა პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საქმეში.

FaceBook Twitter Google