სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება
მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს.

FaceBook Twitter Google