მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში , რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.

ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინიციატივას და 12:00 საათისთვის საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.



FaceBook Twitter Google