საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა ნამუშევრების გაყიდვა გრძელდება

მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა საახალწლო ბაზრობაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მოსახლეობის დაინტერესება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია, რასაც გაყიდული ნივთების რაოდენობაც ადასტურებს

.
მსჯავრდებულებმა საახალწლო აქსესუარები: თექის ბურთები, ძაღლები და ჩანთები, სხვადასხვა სახის სუვენირები, სპეციალურად ბაზრობისთვის დაამზადეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის თქმით, სამინისტროსთვის მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია პრიორიტეტულია და მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სწორედ ამ მიზნით ხორციელდება.

,,დედა ენის ბაღში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილია, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები. ნივთების რეალიზაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

საახალწლო ბაზრობა დედა ენის ბაღში 24 დეკემბრს გაიხსნა და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.



 

 

FaceBook Twitter Google