ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა
პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში,(გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც. პენიტენციურ სისტემაში, 2013 წლიდან ფუნქციონირებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი.

N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუნქციონირებს ორი ამბულატორიული და სტაციონალური განყოფილებები, რომლებიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიან სეპარირებული. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია,ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად.

პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ის აპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს, კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში. დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს.

„GENEXPERT”–ის აპარატი




ანალიზატორი

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით 2015 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 88%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2015 წლის სექტემბრიდან ტუბერკულოზის მკურნალობის კუთხით პენიტენციურ სისტემაში დაიწყო ყველა „უშედეგო მკურნალობის“ განახლებული სქემით მკურნალობა, რაც ახალი თაობის მედიკამენტებით - „ბედაქილინით და „ლინეზოლიდით“ მკურნალობას გულისხმობს.


ცენტრში ფუქციონირებს ორი ამბულატორიული განყოფილება, რომელიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. ასევე ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილება, რომელშიც პაციენტები ასევე სეპარირებული არიან დაავადების ფორმების შესაბამისად.

N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში, 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება სწრაფი მოლეკულური კვლევის უახლესი, სრულიად ავტომატიზირებული Xpert MTB/RIF ტესტის საშუალებით, რომელიც საშუალებას იძლევა 2 საათში ერთდროულად მოხდეს Mtuberculosis-ის და რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტობის განსაზღვრა. Xpert MTB/RIF ტესტი გამოიყენება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან როგორც ფილტვის, ისე ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის.

დაწესებულებაში ასევე ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები როგორიცაა: სპირომეტრია; ულტრასონოგრაფია; აუდიომეტრია; რენტგენოგრაფია:
პაციენტთა დიაგნოსტირება, მკურნალობის კურსში ჩართვა ხორციელდება სამოქალაქო სექტორში არსებული პრაქტიკის შესაბამისად. დაავადების მართვა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და უახლესი გაიდლაინების შესაბამისად. პაციენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია კვების განსხვავებული რაციონი. 2013 წლიდან დღემდე, სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2015 წლიდან კიდევ ერთი სიახლეა ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში. ისევე როგორც სამოქალაქო სექტორში, პენიტენციურ სისტემაშიც მიმდინარეობს ახალი თაობის მედიკამენტებით ბედაქილინით და ლინეზოლიდით ტუბერკულოზის რთული ფორმების მკურნალობა.





FaceBook Twitter Google
«« დეკემბერი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456