სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
  • სისტემაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) სერვისების მოდელი. თითოეულ დაწესებულებაში, ექიმისა და ექთნისგან შემდგარი გუნდი ემსახურება მათზე მიმაგრებულ კონტიგენტს, რომელიც არ აღემატება 500 მსჯავრდებულ/ბრალდებულს;

 

  • პენიტენციურ დაწესებულებებში, საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სტანდარტის შესაბამისად მოწყობილია სასტერილიზაციო ოთახები და აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით (ულტრასონოგრაფი, რენტგენოგრაფი, დენტალური რენტგენის აპარატი, ფიზიოთერაპიის აპარატი, ექოკარდიოგრაფი და სხვ.)

 

  • ყველა ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომია ექიმი ფსიქიატრის მომსახურება;

 

  • პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტები, სადაც ხელმისაწვდომია თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული მომსახურება

 

სტომატოლოგიური კაბინეტი

 

  • პენიტენციურ სისტემას ემსახურება სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა პროფილის ექიმ- სპეციალისტი

 

  • ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ორი სტაციონარი - N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი და N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

 

 

რენტგენის აპარატი

 

  • პაციენტთა უზრუნველყოფა სამკურნალო საშუალებებით ხდება პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში

 

  • პენიტენციურ სისტემაში არსებული კვების სტანდარტი დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს ერთობლივი №88-№01-34/ნ ბრძანებით სულ განსაზღვრულია 11 მიზნობრივი რაციონი/კვებითი რეჟიმი, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც დაწესებულების ტიპის მიხედვით ისე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნული ნორმები შემუშავებულია კვალიფიციური ექიმ-დიეტოლოგების მიერ და სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, როგორც კალორაჟისა და გრამაჟის, ისე ნივთიერებათა შემადგენლობისა და თანაფარდობის თვალსაზრისით.

 

 

FaceBook Twitter Google
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12