წესრიგი, პასუხისმგებლობა და წახალისება
მსჯავრდებული მოვალეა

  • დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს;
  • შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
  • დაიცვას დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
  • დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი სადგომი.

მსჯავრდებულს ეკრძალება

  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
  • დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა;
  • განზრახ ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე, სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
  • დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
  • დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
  • დაწესებულების ტერიტორიაზე, სარგებლის მიღების მიზნით, საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;
  • დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
  • დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
  • ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;
  • დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

დისციპლინური სახდელის სახეებია:

  • გაფრთხილება;
  • საყვედური;
  • მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
  • ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
  • ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
  • საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
  • სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.
  • სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
  • პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
  • პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
  • ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
  • კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულების მიმართ არ გამოიყენება საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით და სამარტოო საკანში მოთავსება.


განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეებია:

  • გაფრთხილების მიცემა;
  • კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ, მაგრამ არაუმეტეს ზედიზედ 2-ჯერ;
  • სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
  • პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.
  • სატელეფონო საუბრით ან/და პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინარული სახდელის სახეებია:

  • გაფრთხილების მიცემა;
  • საყვედურის გამოცხადება;
  • ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
  • დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;
  • ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
  • სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;
  • საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.


წახალისება

სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და ქალთა დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

  • მადლობის გამოცხადება;
  • დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
  • დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
  • დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;
  • პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
  • დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
  • დამატებითი სატელეფონო საუბარი;
  • დამატებითი ვიდეოპაემანი;
  • დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისთვის);
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.


სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

  • მადლობის გამოცხადება;
  • დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
  • დამატებითი სატელეფონო საუბარი;
  • პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
  • დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
  • დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
  • დამატებითი ვიდეოპაემანი;
  • დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის);
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმებია:

  • მადლობის გამოცხადება;
  • გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
  • დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
  • დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
  • ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;
  • კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;
  • აუდიო/ვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა.


დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმებია:

  • მადლობის გამოცხადება;
  • დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
  • დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
  • დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის ბრალდებულის მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმებია:

  • მადლობის გამოცხადება;
  • დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
  • დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
  • დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
  • პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც არ არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.


FaceBook Twitter Google
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234