სპეციალური საშუალებები

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

 

ბრძანება №145

 

2014 წლის 12 სექტემბერი

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

 

სპეციალური საშუალებების გამოყენება ხორციელდება:

 

  1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში
  2. მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა გაყვანა/გადაყვანისას
  3. თავდასხმისას, გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას (გარე აკრძალული ზოლიდან 5 კმ. რადიუსის მანძილზე)

 

სპეცსაშუალებები გამოიყენება უსაფრთხოების უკიდურესი ღონისძიების სახით, იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალება არაეფექტურია.


სპეცსაშუალების გამოყენება უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.

 

სპეციალური საშუალებებია:

ა) ხელბორკილი;

ბ) დამაწყნარებელი პერანგი;

გ) დამაწყნარებელი სკამი;

დ) დამაწყნარებელი საწოლი;

ე) რეზინის ხელკეტი;

ვ) ცრემლსადენი გაზი;

ზ) წიწაკის გაზი;

თ) არალეტალური იარაღი;

(არალეტალურ იარაღად ჩაითვლება რეზინის ტყვია, საღებავის სასროლი, სასროლი ბადე, კვამლმდენი.)

ი) აკუსტიკური საშუალება;

კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

ლ) წყალსატყორცნი;

მ) სასამსახურო ძაღლი.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ერთი საშუალებით, დასაშვებია რამდენიმე სახის სპეციალური საშუალების ერთდროულად გამოყენება.

 

სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს:

 

  • დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (დირექტორის არყოფნის შემთხვევაში)
  • საბადრაგო ჯგუფის/კოლონის უფროსი
  • შესაბამისი მოქმედი ჯგუფის უფროსი
  • დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი ნებართვით შესაბამისი ჯგუფის უფროსი
  • იმ ჯგუფის უფროსი, რომლის განკარგულებაშიც არის სასამსახურო ძაღლი

 

სპეცსაშუალებების გამოყენება ხორციელდება:

 

  • დაწესებულების მოსამსახურის ან მოსამსახურეებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ;
  • გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისგან შემდგარი საბადრაგო ჯგუფის ან კოლონის მიერ;
  • სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ.
  • სპეციალურად უფლებამოსილ პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება.
  • სპეციალური მომზადების შემდეგ პერიოდულად ხდება მათი გადამზადება.
  • პასუხისმგებლობა სპეცსაშუალებების გამოყენების შესახებ ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - საშუალების გამომყენებელ პირს.

 

სპეციალური საშუალების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია:

 

  • წინასწარ გააფრთხილოს მსჯავრდებული/ბრალდებული,
  • მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება და სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუციაში გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია.

 

სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს:

 

  • იმ საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, რომლის გამოც ხორციელდება აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენება ან
  • როდესაც აშკარაა, რომ გამოსაყენებელი საშუალებით ვერ მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი.
  • სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ უნდა შედგეს ანგარიში. მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ ეგზავნება მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

 

დაწესებულების ექიმი

  • სპეცსაშუალების გამოყენების შემდეგ ამოწმებს სუბიექტის ჯანრმთელობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში უტარებს შესაბამის გამოკვლევებს და ადგენს შესაბამის აქტს.
  • აღნიშნული აქტი ინახება პატიმრის პირად საქმეში და ერთვის სამედიცინო ისტორიას. მოთხოვნის შემთხვევაში აქტი პატიმარს გადაეცემა გასაცნობად.
  • განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მისივე მოთხოვნით, შემოწმების პროცესზე შეიძლება ვიზუალური დაკვირვების განხორციელება მოსმენის გარეშე. დამკვირვებელი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის კონფიდენციალობა.
  • წერილობით გასცემს რეკომენდაციას სპეცსაშუალებების შეწყვეტასთან ან მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით.
  • გადაუდებელი აუცილებლობის დრო ეს რეკომენდაცია შეიძლება გასცეს ზეპირად. ექიმი ვალდებულია, აღნიშნული რეკომენდაცია გონივრულ ვადაში გააფორმოს წერილობით.
  • დამაწყნარებელი საშუალებების გამოყენებისას, პერიოდულად ამოწმებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

FaceBook Twitter Google
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456