ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები

 

საცხოვრებელი ფართი

 

უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას.

 

ფართი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.

 

  • 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.
  • 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

 

საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.

 

ჰიგიენა

 

ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

 

როგორც წესი, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის მიღების შესაძლებლობით კვირაში ორჯერ და საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ.

 

ადმინისტრაციას ეკრძალება, მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

 

ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში, მას ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

FaceBook Twitter Google
«« ივნისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1