კახა კახიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
სააღდგომო ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.