UN WOMEN

 

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები. მჭიდრო თანამშრომლობის ხარჯზე შემუშავდა სამინისტროს სამოქმედო გეგმა ქალ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართულებით.

2015 წელს დასრულდა ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პეონთან“. პროექტის ფარგლებში, გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომლებზეც განიხილებოდა მსჯავრდებულებისთვის ბროშურების გამოცემა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბანგკოკის წესების თაობაზე. ასევე ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი ქალთა დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა და დამტკიცდა სამინისტროს სამოქმედო გეგმის ნაწილი ქალთა თემატიკაზე.

FaceBook Twitter Google