საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ)

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) 1992 წელს დაფუძნდა. საქართველოსთან თანამშრომლობა ფონდმა 2006 წელს დაიწყო, რასაც საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა უძღოდა წინ. IRZ-ს პროექტები ჰქონდა და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, უზენაეს სასამართლოსთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, უნივერსიტეტებთან.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სისტემასთან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, IRZ-თან ერთად ახორციელებს სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტებს. ამავდროულად, სასწავლო ცენტრთან დაგეგმილია რეგიონული პროექტების განხორციელებაც.

 

ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.irz-stiftung.de/

FaceBook Twitter Google