წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1992 წლიდან ახორციელებს ვიზიტებს საქართველოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ვიზიტების მიზანია დაკავებულებისთვის დაკავების ადეკვატური პირობების, ადამიანური მოპყრობის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ოჯახებთან ურთიერთობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა. საქართველოში წითელი ჯვრის კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება საოჯახო ვიზიტების ორგანიზება იმ მსჯავრდებულთათვის, რომელთა ნათესავებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მომსახურება.

FaceBook Twitter Google