საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია (GPPA)
„საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია" (GPPA) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული ფსიქოლოგიის განვითარება, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღწევების დანერგვა პრაქტიკაში და ფსიქოლოგიური სამსახურების შექმნა.

აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი - „პატიმარი ქალები და მათი გარე სამყაროსთან ურთიერთობის უფლება (მონიტორინგი, პრობლემის აქტუალიზება, სოციალური და იურიდიული დახმარების საზოგადოებრივი მექანიზმის შექმნა)".

პროექტმა ხელი შეუწყო N5 ქალთა დაწესებულების პატიმრების გარე სამყაროსთან ურთიერთობის უფლების რეალიზაციას, გენდერული და სოციალური საკითხების გამოკვეთას მიზნობრივ ჯგუფთან შეხვედრებისა და მონიტორინგის გზით; სპეციალური ჯგუფის მიერ ქალებისა და მათი ოჯახების სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, საკითხის აქტუალიზაციას.

FaceBook Twitter Google