საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“

 

ასოციაციის ზოგადი მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასოციაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან 2001 წლიდან თანამშრომლობს და ათზე მეტი დიდი და მცირე პროექტი აქვს განხორციელებული.

ასოციაციისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა საზოგადოებაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • მსჯავრდებულთა საჭიროების შეფასებისა და სერვისების შეთავაზების მიზნით ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები იმ მსჯავრდებულებთან, რომლებსაც გათავისუფლებამდე დარჩათ 1-6 თვე;
  • ჩატარდა კომუნიკაციური უნარ-ჩვევებისა და სამუშაოს მოძიების ტრენინგი მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისათვის;
  • ჩატარდა ხარისხობრივი კვლევა პრობაციის ოფიცრებსა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებს შორის, მათი საჭიროებების შეფასების მიზნით;
  • ჩატარდა ტრენინგები პრობაციის ოფიცრებთან, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის გაუმჯობესების მიზნით;
  • რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის სფეროში ევროპის მოწინავე ქვეყნების პრაქტიკის გაცნობის მიზნით, ჩატარდა 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაღალი რანგის თანამშრომლებისათვის;
  • პირველი სამი თვე ხორციელდებოდა ორგანიზაციის შტატის გადამზადება და საინფორმაციო მასალების ბეჭდვა;
  • N2 და N14 დაწესებულებებში სერვისებზე ინფორმაცია მიეწოდა იმ პატიმრებს, რომელთაც გათავისუფლებამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვეზე ნაკლები;
  • განხორციელდა სამედიცინო სერვისები, განსაკუთრებით ნარკოტიკების ყოფილი მომხმარებლებისთვის;
  • ჩატარდა 362 ტესტირება, ექიმ სპეციალისტის 88 კონსულტაცია. 81 ადამიანს ჩაუტარდა ზედოზირების პროფილაქტიკის კონსულტაცია;
  • რამდენიმე პაციენტი მოხვდა დეტოქსის კურსში, ასევე, ჩაერთო მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაში.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის კუთხით. პროგრამა მიზნად ისახავდა სოციალური ბიუროების დაარსებას ყოფილი პატიმრების, პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის. „თანადგომა“ მსჯავრდებულთა საჭიროების შეფასებისა და სერვისების შეთავაზების მიზნით მართავდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს მსჯავრდებულებთან, რომლებსაც გათავისუფლებამდე დარჩენილი ჰქონდათ 1-6 თვე; ასევე, ორგანიზება გაეწია კომუნიკაციური უნარ-ჩვევებისა და სამუშაოს მოძიების ტრენინგს, ხარისხობრივ კვლევასა და ტრენინგებს პრობაციის ოფიცრებისთვის და 2 დღიან სამუშაო შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლებისათვის.

FaceBook Twitter Google