ქალთა კლუბი „პეონი“
ქალთა კლუბი „პეონი“ 1998 წლის 8 მარტს შეიქმნა. დაარსების დღიდან ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულ პატიმართა და პრობაციონერთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამებზე, ასევე, დამოკიდებულების მქონე და თანადამოკიდებულ პირებთან პენიტენციურ სისტემაში და სისტემის გარეთ.

„პეონი" 2009 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

2008-2011 წლების განმავლობაში ორგანიზაციამ, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) მხარდაჭერით განახორციელა ორი პროექტი: პატიმართა მომზადება გათავისუფლებისათვის და მათი საზოგადოებრივი ადაპტაცია რუსთავის N17 და N16 დაწესებულებებში.

2009-2010 წლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით, დამოკიდებულების მქონე პატიმარი ქალების რეაბილიტაციის მიზნით, ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი: „12 ნაბიჯი სარეაბილიტაციო პროგრამის („ატლანტისი“) ინსტიტუციონალიზაცია/გაძლიერება საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში“.

2010 წლიდან ევროპელი მოხალისეები „ევროპის მოხალისეთა სერვისის“ (EVS) ფარგლებში, ასწავლიან ინგლისურ ენას დამოკიდებულების მქონე ქალ პატიმრებს.

FaceBook Twitter Google