,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება”
ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება” 2010 წლის 5 სექტემბერს დაფუძნდა. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ განხორციელდა „პატიმრების გათავისუფლებისთვის მომზადების” პროექტი თბილისის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა გათავისუფლებული პატიმრების სრულფასოვან წევრებად დაბრუნება საზოგადოებაში და მათი, როგორც მოქალაქის უფლება-მოვალეობების გათვითცნობიერება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. პროექტმა ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირება-მომზადებას, რაც თავის მხრივ, საზოგადოების მიერ ყოფილი პატიმრების სრულფასოვან წევრებად აღქმას უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Google