წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ: წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) 2000 წლიდან ახორციელებს წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დახმარების პროექტებს. ცენტრის მიზანია საქართველოში ყოფილი მსჯავრდებულებისა და პატიმრების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფა. ამ ხნის განმავლობაში GCRT-ს დაუგროვდა მდიდარი გამოცდილება როგორც სრულწლოვანი, ასევე, არასრულწლოვანი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, სამედიცინო დახმარებისა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობის საქმეში.

სამინისტროს და ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულების და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშესაწყობად, მათი სოციალური უნარების გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჯგუფური შეხვედრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში;
  • №14, №15 და №16 დაწესებულებებში ჩატარდა პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი ჯგუფური შეხვედრები 200-მდე იმ მსჯავრდებულისთვის, რომელთაც გათავისუფლებამდე დარჩენილი აქვთ 6 თვე;
  • შემუშავდა გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ პერიოდში მსჯავრდებულებთან იდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტები;
  • ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა ოჯახებთან მუშაობისა და რესოციალიზაციის პროცესში მათი ჩართულობის მოდელი. აღნიშნული აქტივობისთვის შეირჩა და უზრუნველყოფა გაეწია 100-მდე მსჯავრდებულის ოჯახის ჩართულობას;
  • გამოიცა ბროშურები მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პატიმრობის შემდგომ პერიოდსა და ადაპტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე;
  • პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში დასაქმებული 50 ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკისთვის ჩატარდა მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული ტრენინგები.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულების და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. მათი სოციალური უნარების გაუმჯობესების მიზნით, GCRT-მ შეიმუშავა გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ პერიოდში მსჯავრდებულებთან იდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მსჯავრდებულთა ოჯახებთან მუშაობისა და რესოციალიზაციის პროცესში მათი ჩართულობის მოდელი. აღნიშნული აქტივობები პირდაპირ ემსახურება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნებს.


FaceBook Twitter Google