პენიტენციური დაწესებულებები

 

პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

 

პენიტენციური დაწესებულების სახეებია:

 

  • პატიმრობის დაწესებულება;
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია:

  • დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
  • არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება;
  • ქალთა სპეციალური დაწესებულება.
სამინისტროს სისტემაში დღესდღეობით არის 15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება, მათ შორის, 2 სამკურნალო, 1 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და 1 ქალთა სპეციალური დაწესებულება. დაწესებულებების უმრავლესობა წარმოადგენს შერეული ტიპის დაწესებულებებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. უმეტესობა  - 12 დაწესებულება განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 3 დაწესებულება დასავლეთ საქართველოში. პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი.
FaceBook Twitter Google