კახა კახიშვილმა N7 პენიტენციური დაწესებულება ოფიციალურად დახურა
02.07.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება ოფიციალურად დახურა. დაწესებულების დახურვის ცერემონიას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ
02.07.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.
საქართველოს პარლამენტმა  მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
20.06.2018
პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობა 99 ხმით გამოუცხადა. წინააღმდეგი კი 6 წავიდა.
კახა კახიშვილი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
19.06.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის შეხვედრა გაიმართა
05.06.2018
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა.
კახა კახიშვილი მოლდოვას იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.05.2018
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ვიქტორია იფტოდისს შეხვდა.
მთავარი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე პროექტ „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებს შეხვდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულებსა და საკალათბურთო კლუბ "რუსთავი 1991" -ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.