კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
10.01.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.
მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს
06.01.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში
კახა კახიშვილმა დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამომავლო გეგმები წარუდგინა
20.12.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების სამომავლო გეგმებსა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა.
დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ
20.12.2017

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ახალი ინიციატივის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრმა კახა კახიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი
15.12.2017
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი "დაწესებულება N 16" საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შენობებზე დროშები დაეშვა
27.11.2017
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ და მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა შენობაზე, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავარი
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე ვაკანსიებს აცხადებს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის გამართულ ქუჩის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და საქართველოს ფრენბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.