კახა კახიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
19.04.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა.
კახა კახიშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა მოუსმინეს
15.04.2018
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა ჯგუფის წევრებს სამინისტროში 2015-16 წლებში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
13.04.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა.
პენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
08.04.2018
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს  სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნა
06.04.2018
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.
პენიტენციურ დაწესებულებაში  სააღდგომო   ამანათების  შეგზავნა  ხვალიდან იწყება
04.04.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან დაიწყება.
მთავარი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კომიტეტის წევრებთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ამერიკული სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი ესტუმრა და ქალი მსჯავრდებულებისთვის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ და მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა შენობაზე, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.