მთავარი
მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა საახალწლო ბაზრობაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მოსახლეობის დაინტერესება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია, რასაც გაყიდული ნივთების რაოდენობაც ადასტურებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესტუმრნენ. მეუფე კალისტრატემ დაწესებულების ტერიტორიაზე ახლადაშენებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია ჩაატარა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა.
წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლი ,,შვიდკაცა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსაჯვრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართა.